რა კავშირი აქვს ისკო დასენს ქოლ-ცენტრებთან - "ოცნების" დეპუტატის პირველი კომენტარი
ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემის კვალი "ქართულ ოცნებამდე" მივიდა - იდენტიფიცირებულია მმართველი გუნდის დეპუტატი, რომელის ოჯახიც, გიორგი ვაშაძის მტკიცებით, ერთ-ერთია, ვინც თბილისში ქოლ-ცენტრებს ფლობს.
თავად ისკო დასენი ქოლ-ცენტრებთან მის კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
"ოცნების" დეპუტატი ამბობს, რომ ვაშაძეს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია და ვერც წარმოადგენს.
არც მე, არც ჩემი ოჯახის წევრებს, შვილებს, არანაირი ურთიოერთობა არასდროს არ გვქონია ამ ქოლ-ცენტრებთან. დასახელებულები არიან ასევე ზურაბ ლეშქაშელი, მიხეილ არახამია, ქეტევან ტევდორაზე და მალხაზ ამოიანი - ვაცხადებ, არცერთს ამ პიროვნებიდან, არც მე, არც ჩემი ოჯახის წევრები არ იცნობენ. ვაშაძეს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, არ წარმოუდგენია და ვერც წარმოადგენს. მინდა განვაცხადო, ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე". - ამბობს ისკო დასენი.
გიორგი ვაშაძის სკანდალური აღიარება - "სტატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ამტკიცებს, რომ კომპანია „ვიპ ტრეიდი“, რომლის მფლობელიც მმართველი პარტიის დეპუტატის ისკო დასენის შვილი და ახლო გარემოცვაა, თაღლითური ბიზნესით არის დაკავებული. ვაშაძემ ამ კომპანიასთან მიხეილ არახამის კავშირებიც გაასაჯროვა. ირკვევა, რომ „ვიპ ტრეიდის„ დირეტორის პოსტი მიხეილ არახამიას მეუღლემ ორი კვირის წინ დაიკავა.