გიორგი ვაშაძე ერთ-ერთი მთავარი მკადრებელია ამ ქვეყანაში - მდინარაძე

16.05.23 15:38
გიორგი ვაშაძე ერთ-ერთი მთავარი მკადრებელია ამ ქვეყანაში - მდინარაძე

ყველაფრის მკადრებელს უწოდებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, სკანდალური მხილების შემდეგ, გიორგი ვაშაძეს.

მდინარაძე ამბობს, რომ ვაშაძეს ზღვარი არ გააჩნია და აკვირვებს ის ფაქტი, რომ "ეჭვმიტანილები" საქმის გამომძიებლებად წარმოჩნდებიან.

გიორგი ვაშაძე არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მკადრებელი ამ ქვეყანაში. რაც გინდა დაავალე, ნებისმიერ რამეს იკადრებს. გიორგი ვაშაძეს ეს ზღვარი გონებაში, ბუნებაში, არაფერში არ გააჩნია. ის ყველაფერს კადრულობს, რომ თავისი გადაფაროს.  ზოგადად, ის არის ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი და ცდილობს, გაღმა შედავებით სხვა რაღაცები დაამტკიცოს. დიდი პარადოქსი რა არის იცით? - ეჭვმიტანილები ითხოვენ, ჩვენ გამოგვაძიებინეთ საქმეო". - ამბობს მდინარაძე.

გიორგი ვაშაძის სკანდალური აღიარება - "სტატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ამტკიცებს, რომ კომპანია „ვიპ ტრეიდი“, რომლის მფლობელიც მმართველი პარტიის დეპუტატის ისკო დასენის შვილი და ახლო გარემოცვაა, თაღლითური ბიზნესით არის დაკავებული. ვაშაძემ ამ კომპანიასთან მიხეილ არახამის კავშირებიც გაასაჯროვა. ირკვევა, რომ „ვიპ ტრეიდის„ დირეტორის პოსტი მიხეილ არახამიას მეუღლემ ორი კვირის წინ დაიკავა.