ბრონჯავშნოსნით რომ დაიარება ქალი, ხან თქვენთან რომ არის შეკრეული და ხან პეტრესთან - ჩარკვიანი ქოლ-ცენტრების სკანდალზე
ქოლ-ცენტრების სკანდალი - "კანონი და სამართლის" ლიდერი გიორგი ვაშაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა.
თაკო ჩარკვიანი რეზონანსულ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
თუ გეპარებათ ეჭვი, რომ ვიღაცა არის ოპოზიციიდან ჩართული, უთუოდ გამოიძიებდით. არა? მაშ, რატომ არ იძიებთ? ვაშაძეს უპასუხა ერთ-ერთმა დეპუტატმა. კი ბატონო, სიტყვაზე გენდოთ? ან ვიღაცა ქალი რომ არის, ხან თქვენთან რომ არის შეკრული და ხან პეტრესთან, ვიღაცა ნახევარმილიონიანი ბრონჯავშნოსნით რომ დაიარება, ხან ქოცი როა და ხან პეტრე როა და ხან ივანე". - ამბობს თაკო ჩარკვიანი.
გიორგი ვაშაძის სკანდალური აღიარება - "სტატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ამტკიცებს, რომ კომპანია „ვიპ ტრეიდი“, რომლის მფლობელიც მმართველი პარტიის დეპუტატის ისკო დასენის შვილი და ახლო გარემოცვაა, თაღლითური ბიზნესით არის დაკავებული. ვაშაძემ ამ კომპანიასთან მიხეილ არახამის კავშირებიც გაასაჯროვა. ირკვევა, რომ „ვიპ ტრეიდის„ დირეტორის პოსტი მიხეილ არახამიას მეუღლემ ორი კვირის წინ დაიკავა.