ბოკერია საშვის გარეშე პარლამენტში ისედაც ვერ შემოდიოდა და რა კენჭისყრა ჰქონდათ? - ზარქუა

18.05.21 17:28
ბოკერია საშვის გარეშე პარლამენტში ისედაც ვერ შემოდიოდა და რა კენჭისყრა ჰქონდათ? - ზარქუა

"ბოკერია ისედაც საშვის გარეშე პარლამენტში ვერ შემოდიოდა და რა კენჭისყრა ჰქონდათ?- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა „ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პარტია პარლამენტში არ შედის. 

სულ რამდენიმე კანდიდატი ჰყავდათ პარლამენტში - ერთი შემოვიდა, მეორემ უარი თქვა, მესამე თუ არ ვცდები ტოვებს პარტიას და ბოკერია ისედაც საშვის გარეშე პარლამენტში ვერ შემოდიოდა და რა კენჭისყრა ჰქონდათ?! როგორც უნდათ ისე მოიქცენენ. ბოლომდე დაადგნენ მარგინალიზციის გზას, ისედაც გაშიფრულები არიან, ხოლო ის, ვინც ჩამოყალიბდა მიხვდა, ალტერნატივა დიალოგს, დებატებს დისკუსიას არ აქვს, აგერ არიან წარმოდგენილები",- განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის.

მსგავსი სიახლეები