პუტინს თავისუფალი სამყაროს ძალა უნდა ვაჩვენოთ - ზელენსკის სიტყვა სამიტზე
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამიტი უკრაინის პრეზიდენტმა გახსნა. ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით ონლაინ ფორმატში გამოვიდა და ევროპელი ქვეყნების ლიდერებს რუსეთის წინააღმეგ გაერთიანებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ომში მყოფმა პრეზიდენტმა მსოფლო ლიდერებს უკრაინის საჭიროებების კიდევ ერთხელ შეახსენა და სამხერო შეიარაღებით დახმარება სთხოვა. მისი თქმით, მსოფლიომ პუტინს თავისუფალი სამყაროს ძალა უნდა აჩვენოს, რადგან სხვაგვარად მშვიდობა ვერ იქნება.
დღეს უკრაინა გამოწვევის წინაშეა. ეს ინტენსიური რუსული სარაკეტო იერიშია. ასეთ გამოწვევას ყურადღება სჭირდება. რუსეთი ძალიან ცდილობს გააუმჯობესოს მისი მკვლელობის უნარი. ჩვენ ძალიან ვცდილობთ ჩვენი ხალხის დაცვლას. ჩვენ ყველანი ერთად ვაჩვენებთ, რას ნიშნავს თავისუფალი სამყაროს ძალა. რა თქმა უნდა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, უკრაინის ტერიტორია დიდია და ჩვენ გვჭირდება დამატებითი საჰაერო დაცვის სისტემები და რაკეტები. ჩვენ ასევე გვჭირდება თანამედროვე მოიერიშე თითმფრინავები, რომელთა გარეშე არცერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა არ იქნება სრულყოფილი, რასა დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ. ჩვენი წარმატების ნიშნული 100% უნდა იყოს. აგრესორს 0% უნდა დავუტოვოთ. თავდაცვის წარმატების 100% გარანტირებულია იარაღით და ჩვენი ჯარისკაცების წვრთნით. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც აძლიეერებს ჩვენს დაცვას. სანქციების წარმატების 100% გარანტირებულია პატიოსნებით ყევლა სახელმწიფოს პოლიტიკაში. მალობელი ვარ ყევლასი, ვინც ასე ებრძის ტერორს. ჩენი მშვიდობის წარმატების ფომრულის 100% გარანტირებულია, დიპლომატაი ა რა თქმა უნდა, სამართლიანობის 100%. სამართლიანობის გარეშე არ იქნება საიმედო მშვიდობა. ასევე უნდა არსებობდეს დანაშაულის სპეციალური ტრიბუნალი, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს მათ, ვის თავებშიც ეს ტერორი დაიბადა. დარწმუნებული ვარ, ამ შეეგს 100%-ით მივაღწევთ, - განაცხადა ზელენსკიმ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმტოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრისც, რომელიც სიტყვით გამოსვლისთვის ემზადება. ირაკლი რარიბაშილი რეიკიავიკში ქართულ დელეგაციასტან ერთაც ჩავიდა.