ზურა ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს

17.05.23 12:53
ზურა ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს

ზურა ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს. 

ოპოზიციონერ ლიდერს გომელაურის უწყება რუსული მარტის აქციებზე პოლიციელების დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება, თუმცა პოლიციელები, ვინც დაკავების დროს პოლიტიკოსი სცემეს, ამ დრომდე თანამდებობაზე რჩებიან.                

ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ წარდგენილ ბრალდებაზე სასამართლოს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. გარდა ამისა, ჯაფარიძის თქმით არსებობს ჩანაწერები თუ როგორს სცემეს ის და პარტიის რამდენიმე წევრი შენობის შიგნით.

"რაღაცას სულ მედავებიან ხოლმე, ეს არის 173 და 166 მუხლები, რომ თითქოს ვხულიგნობდი ეს მარტის დასაწყისში აქციიდან, რომ გამიტაცეს და გვირტყეს და მერე თითქოს არ დავემორჩილე პოლიციელს, ოღონდ არანაირი მტკიცებულება არ აქვს ცხადია. სპეცრაზმმა დაიწყო ახალგაზრდების ცემა და ჩავდექი, რომ გამეშველებინა და გადამათრიეს, წამათრიეს. მე, ნიკა და კიდევ ერთი ბიჭი იყო გვირტყეს თვითონ შენობის შიგნით, რისი ჩანაწერებიც არის და ახლა აქეთ გვაბრალებენ, რომ ვითომ ჩვენ რაღაც დავაშავეთ. ეს მოსამართლე რესტორანში იყო იქ ქეიფობდა და სიტყვით გამოდიოდა და მთელი ამბები და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის" - ამბობს პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარე, ზურა ჯაფარიძე.              

პარტიის წევრის ნიკა მოსიაშვილის თქმით, პოლიციელებმა დაკავების ნაცვლად ის გაიტაცეს და უსაფრთხოების სამსახურის ბაზაზე სცემეს.

"ვესაუბრებოდით პოლიციელებს და რატომღაც, ეს გახდა ბატონი ხარებასთვის, რაღაც ისეთი მიუღებელი და წითელი ზღვარი, რის გამოც ჩვენი დაკავების ბრძანება გასცა, პრინციპში ეს დაკავებაც არ იყო, ეს იყო გატაცება. ჩვენ მოგვიტაცეს და მერე შეგვიყვანეს, უსაფრთხოების სამსახურის ბაზაზე. იქ გვირტყეს, მცირე ფიზიკური შესაძლებლობის მამაკაცი იყო და ეს მეუბნებოდა, რომ აი ეს დავიჭირეთო, წინააღმდეგობა გამიწია და მაინც დავიჭირეთო, არადა 30 კაცი მიჭერდა და რად უნდა ახლა ამათ მტკიცებულება მე წარმოდგენა არ მაქვს" - თქვა პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა ნიკა მოსიაშვილმა.