არამოსამართლე წევრების შერჩევის პროცესი - ოპოზიცია და "ოცნება" კანდიდატებზე ვერ თანხმდებიან

17.05.23 12:28
არამოსამართლე წევრების შერჩევის პროცესი - ოპოზიცია და "ოცნება" კანდიდატებზე ვერ თანხმდებიან

შეთანხმება ვერ შედგა. იუსტიციის საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის არჩევის პროცესი პარლამენტში  შესაძლოა, ჩავარდეს. ოპოზიცია და ხელისუფლება კანდიდატებზე ვერ თანხმებიან. ოპოზიცია კანდიდატების შესარჩევად დროს ითხოვს, ხელისუფლებას კი პროცესის დაჩქარებას ცდილობს.

ამის გარდა, ოპოზიცია ამბობს, მათ მიერ მხარდაჭერილი  5 კანდიდატის იმ შემთხვევაშ უნდა წარადგენონ, თუ საკუთარ კანდიდატებს "ოცნებაც" დაასახელებს. მათი განმარტებით, თუ კანდიდატებს მხოლოდ ოპოზიცია დაასახელებს, ხელისუფლება მათი დისკრედიტაციისთვის ყველაფერს გააკეთებს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არჩევისას იგივე პრინციპს გამოიყენებს, რაც ომბუდსმენის არჩევისას. მისი თქმით, ოპოზიციამ ხელისუფლებას ამის შანსი არ უნდა მისცეს. 

ეშინიათ, იმ დანაშაულებების შესახებ გაიგებს ყველა, ამიტომ ყველანაირად ხელს უშლიან, რომ იუსტიციის საბჭოში არ იყოს მაღალი პროფესიონალი, მიუკერძოებელი, არამოსამართლე წევრები. „ქართული ოცნებას“ აქვს მოლოდინი როგორც სახალხო დამცველთან დაკავშირებით იმუშავა მისმა ულტიმატუმმა, იგივე ულტიმატუმი იმუშავებს, დაბლოკავს კარგ ადამიანებს და გაიყვანს შედარებით მისთვის მისაღებ ადამიანებს. ამის მოლოდინი აქვს და ამის შანსი არ უნდა მივცეთ, სახალხო დამცველთან დაშვებული შეცდომა არ უნდა გაიმეოროს ოპოზიციამ, -  ამბობს მანჯგალაძე. 

როდის გავა კენჭისყრაზე საკითხი ცნობილი, სავარაუდოდ, დღესვე გახდება.