სანამ პოლიტიკოსები არ ისწავლიან, რომ დემოკრატია, კომპრომისია, არაფერი არ იქნება - გახარია

17.05.23 12:20
სანამ პოლიტიკოსები არ ისწავლიან, რომ დემოკრატია, კომპრომისია, არაფერი არ იქნება - გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მორიგ ვიდეო-მიმართვას ავრცელებს. გიორგი გახარია კომპრომისებზე საუბრობს. 

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის  თქმით, სანამ ქართველი პოლიტიკოსები არ ისწავლიან, რომ დემოკრატია, პირველ რიგში, კომპრომისია, არაფერი არ იქნება.

ექსპრემიერი მიმართვაში აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოში ჯერ კერპებს ქმნიან შემდეგ კი მათ იზიზღებენ. ამ კონტექტსში გახარია სააკაშვილს ახსენებს და ამბობს, რომ ის საავადმყოფოშია, ბიძინა ივანიშვილი კი დამალული: 

სანამ ქართველი პოლიტიკოსები არ ისწავლიან, რომ დემოკრატია, პირველ რიგში, კომპრომისია, არაფერი არ იქნება. სანამ ქართული პარტიები არ ისწავლიან, რომ შენი გამარჯვება სხვის განადგურებას არ ნიშნავს, არაფერი არ იქნება.

სანამ საქართველოს მოქალაქე არ მიხვდება, რომ ვიღაცას ხმას რომ აძლევს, ის ღმერთი
არ უნდა გახადოს. ერთხელ გახადეს, მეორედ გახადეს, მესამედ გახადეს  და მერე ზემოდან რომ ჩამოვარდება,  დაენარცხება, მერე ეზიზღებათ თავისივე შექმნილი კერპი. მერე ამ ზიზღით და თავგანწირვით ანადგურებენ და ანადგურებენ. ეგერ, ერთი საავადმყოფოშია, მეორე - დამალულია"- აცხადებს გიორგი გახარია