მოსკოვის აღიარება: რუსეთმა საქართველოსთან ფრენები ქართული პროდუქციის გამო აღადგინა
რუსეთის აღიარება - მოსკოვმა საქართველოსთან ფრენები ქართული პროდუქციის გამო აღადგინა. მათ ინტერესს საქართველოში დამზადებული საქონელი წარმოადგენს. სკანდალური განცხადება რუსეთის სამთავრობო არხზე დებატების დროს რუსმა პროპაგანდისტებმა და რუსმა დეპუტატმა გააკეთეს.
ევგენი პოპოვმა, რომელიც პუტინის მთავარი პროპაგანდისტია პირდაპირ თქვა, რომ ფრენების აღდგენის მთავარი მიზეზი ჰუმანიტარული არ არის და მიზეზი ქართული საქონლის მიღებაა.
ეს არის ძალიან მომგებანი ნაბიჯი რუსეთისთვის. რაგდან ის ჩვენს ინტერესებშია. აბა, კარგად დააკვირდით, ბევრ პროდუქციას, რომელსაც არ დავაკონკრეტებ, აწერია „დამზადებულია საქართველოში“ და ყველაფერი ეს რუსეთშია, არაჩვეულებრივია, - თქვა პოპოვმა გადაცემაში.
ის, რომ რუსეთი არა საქართველოზე, არამედ საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული, ოპოზიცია უკვე დიდი ხანია საუბრობს. "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა კავშირშია იმ საფრთხესთან, რომ ქვეყანა სანქციების გვერდის ავლაში გამოიყენონ.
„ქართულ ოცნებას“ შემიძლია ვუთხრა, რომ ისინი განცხადების შეტანის დღიდან კანდიდატის სტატუსზე, ეწევიან საბოტაჟს ამ განცხადების წარმატების. რუსეთთან ფრენების აღდგენა და რუსეთის ეკონომიკაზე მიბმა ამ ქვეყნის, საფრთხის შექმნა, რომ საქართველო იყოს გამოყენებული ასნქციებისთვის გვერდის ასავლელად არის სწორედ ნაწილი ქართული პოლიტიკის, რომლის ამოცანაც არის რუსეთის დავალების შეესრულება, რომ ამ ქვეყანამ ვერ მიიღოს კანდიატის სტატუსი, - ამბობს სამადაშვილი.