რუსეთთან ფრენების აღდგენა ჩვენი გამარჯვებაა - კოკა მორგოშია
რადიკალები რუსეთთან ფრენების აღდგენას ზეიმობენ. პრორუსული პარტიის ალტ-ინფოს ლიდერი, რომელიც მოსკოვთან პირდაპირ კავშირზეა, დღეს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთის ეკლესიაში დიდხნიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა,
5 ივლისის სისხლიანი მოვლენების ერთ-ერთი ორგანიზაოტრი კოკა მორგოშია გამარჯვებას უწოდებს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ამაში მათი დიდი წვლილია.
"ქართველი ხალხის გამარჯვებაა ცალსახად, უდიდეს ნაწილში. ძალიან დიდი კოლოსალური შემოსავალი იქნება, როგორც ტურიზმიდან, ასევე ბიზნესს სექტორიდან, სხვადასხვა მიმართულებებიდან და რაც მთავარია ოჯახები დაუბრუნდებიან ერთმანეთს. ქართველი ხალხის გამარჯვებაა და მათ შორის ჩვენც ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის". - ამბობს მორგოშია.
კოკა მორგოშია, ოჯახის სიწმინდის დღისადმი გამართულ მსვლელობის მონაწილეებთან ერთად ახლა სამების ტაძრისკენ მიემართება, სადაც მეუფე შიო ლოცვას არავლენს. საინტერესოა, რა განცხადებებს გააკეთებს პატრიაქრის მოსაყდრე ამბიონიდან.