ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა უღირსი ნაბიჯია - მელია

17.05.23 13:16
ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა უღირსი ნაბიჯია - მელია

ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა უღირსი ნაბიჯია - ასე ეხმაურება ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია  ვიცე-სპიკერის პოსტზე ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურის წარდგენას.

მელია წერს, რომ ბეჟაშვილს ამ პოსტის დასაკავებლად იმ "ოცნების" დეპუტატების მხარდაჭერა სჭირდება, რომლებმაც მარტში “რუსული კანონი" მიიღეს.

ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა იმ პარლამენტსა და მოცემულობაში, როდესაც უმრავლესობა არ უჭერს მხარს არცერთ საღ ინიციატივას, აკანონებს ძალაუფლების უზურპაციას, მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოებას, არ იღებს უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტებს, დემოკრატიული პროცესის ჩასაშლელად მიმართავს საბოტაჟს, არ ქმნის საგამოძიებო კომისიებს, მეტი ძალაუფლების მოსახვეჭად იღებენ კანონებს, ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები, აფერხებენ ევროინტეგრაციის სასიცოცხლო პროცესს და ცდილობენ, ჩააგდონ კანდიდატის სტატუსის მიღება, არის აბსოლუტურად გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატული ნაბიჯი
 შეგახსენებთ “ქართული ოცნების” იმ დეპუტატების მხარდაჭერა, რომლებმაც მარტში მიიღეს “რუსული კანონი”, აუცილებელია ვიცე-სპიკერის პოსტის დასაკავებლად". - წერს ნიკა მელია.

ცნობისთის, პარლამენტს ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარედგინა.

ლევან ბეჟაშვილის აღნიშნულ პოსტზე არჩევას 76-ხმიანი მხარდაჭერა სჭირდება.

პარლამენტში ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩიეს.