პუტინთან მსგავსი დათმობებით იწყება გზა ჯოჯოხეთში - უკრაინელი ჟურნალისტი "ოცნებას" აფრთხილებს
უკრაინელი ჟურნალისტი ვიტალი პორტნიკოვი საქართველოს ხელისუფლებას იმ საფრთხეების შესახებ აფრთხილებს, რომელიც პუტინთან ურთიერთობების დათბობას შეიძლება მოჰყვეს. პორტნიკოვის თქმით, მოსკოვთან დაზავებით საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროპული პერსპექტივის რისკავს. ამის მიუხედავად, საქართველოს უსაფრთხო მომავლის ერთადერთი გარანტორი ნატო და ევროკავშირია.
ერთი შეხედვით, თითქოს, „ქართული ოცნება“ არაფერს რისკავს. პირველ რიგში, არც თავისი ძალაუფლებისთვის, არც ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების სერიოზული გაუარესების საკითხში, იმიტომ, რომ რუსული ფულის იმედი აქვთ. რისკავს მხოლოდ საქართველოს ევროპული მომავლის პერპექტივით, რისკავს საქართველოს როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსის არსებობით, იმიტომ, რომ პუტინთან მსგავსი დათმობებით იწყება გზა ჯოჯოხეთში. რუსეთი შეიძლება დამარცხდეს უკრაინასთან ომში, მაგრამ რუსეთი ამით არ გაქრება, მაგრამ უკრაინის გამარჯვება საქართველოს მომავლის გარანტორი ვერ იქნება. საქართველო კი ისევე, როგორც უკრაინა, რუსი შოვინისტებისთვის რუსეთის იმპერიის ნაწილია. აქ არავის უნა ჰქონდეს ეჭვი, რომ უკრაინას შეუძლია გადაურჩეს რუსეთის აგრესიას, მაგრამ ეს არ არის იმის გარანტია, რომ ყველა დანარჩენიც გადარჩება. წინ არის რუსეთის ბრძოლა მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთის. კონფლიქტები, ომი, ტანჯვა და რა ელის საქართელოს? საქართველოს დაიცავს არა პუტინთან დაზავების მცდელობა, არა პირდაპირი რეისები რუსეთიდან და არა უვიზო მიმოსვლა მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არამედ ნატოს და ევროკავშირის წევრობა. თუ ასეთი ინტეგრაცია არ მოხდება, საქართელოს მომავალზე ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას ა არც კრემლის კეთილგანწყობის იმედად შეიძლება ყოფნა, - თქვა ჟურნალისტი ვიტალი პორტნიკოვი.