არამოსამართლე წევრების დამტკიცება - "ოცნებამ" საკითხი კენჭისყრაზე ოპოზიციასთან შეუთანხმებლად გაიტანა
"ქართულმა ოცნებამ" იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების დამტკიცება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გარშე გადაწყვიტა. საკითხი კენჭისყრაზე ისე გაიტანეს, რომ კანდიდატებზე პარტიებთან შეთანხმბა ვერ შედგა. არამოსამღტლე წევრებს შორის ის ადმაინები არიან, ვისაც ხელისუფლება ლობირებს.
კენჭისყრას დარბზში მხოლოდ ოპოზიციის ნაწილი ესწრება, პოლიტიკური პარტიების მეორე ნაწილმა კი საგანგებო ბრიფინგი გამართა და ხელსიუფლება კლანის გაძლიერებაში დაადანშაულა.
არ უნდათ, რომ იუსტიციის საბჭოში აღმოჩნდნენ დამოუკიდებელი მაღალი რანგის პროფესიონალები, რომლების სასამართლო სისტემაში შექმნილ ჩაკეტილ კლანურ სისტემას გაარღვევენ. მზად ვართ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, ვინც აქ ვართ წარმოდგენილი, ჩვენი შეთანხმებული შეჯერებული კანდიდატები 5 ვაკანსიაზე 5 კანდიდატით შევხვდეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს, რომლებიც მოვლენ თავიანთი კანდიდატებით და გავმართოთ მოლაპარაკებები. ხელისუფლებისგან გვესმის ულტიმატუმები, ჯერ 5 თვე არაფერს აკეთებდნენ და მერე ხვალ საღამომდე მოგვიტანეთ კანდიდატებიო, ოღონდ რისთვისო, მოგვიტანეთ კანდიდატები ჩვენ არავის არაფერს არ გეტყვით და მერე ჩავხედავთ, შეიძლება ვინმე მოგვეწონოს და მას ან ავირჩევთ ან არ ავირჩევთ და ასე გავიტანთ კენჭისყრაზე. ცხადია, ეს არის არის საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მიდგომა. კენჭისყრა გამოავლენს იმასაც, ვინ ზრუნავს ქვეყანაზე. სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ევროპული ინტეგრაციისკენ გადასადგმელ ნაბიჯებზე და ვინაა დაკავებული ამ სისტემის ისეთივე გადაფარებით, როგორც საგამოძიებო კომისიის დროს გამოვლინდა, - განაცხადა ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა.