ხმაური პარლამენტში - ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვა

17.05.23 14:07
ხმაური პარლამენტში - ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვა

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად - ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია.

კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასააჭერად ხმები ასე დაფიქსირდა 93-91-93, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ასევე ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერაც ჰქონდა. სწორედ ამას მოჰყვა ოპოზიციის დიდი ნაწილის პროტესტი და მათ დარბაზი დატოვეს. 

კენჭისყრის პროცესი პარლამენტში, ამ წუთებში შეჩერებულია. 

აღსანიშნავია, რომ თითქმის 2 წელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტურია. პარლამენტს მის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად ასარჩევად სულ 31 კანდიდატი წარედგინა, მათგან 2-მა - ანა აბაშიძემ და გიორგი ბურჯანაძემ მოგვიანებით კანდიდატურები მოხსნეს. თითოეულ კანდიდატს სათითაოდ ეყრება კენჭი.