იუსტიციის საბჭოს არჩევნებზე ვიღაც 5-მა „ქოცებს“ მისცა ხმა, ჩვენ და „ელისაშვილები“ რომ არ ვიყავით, ვიცი - ჰერმან საბო

17.05.23 14:28
იუსტიციის საბჭოს არჩევნებზე ვიღაც 5-მა „ქოცებს“ მისცა ხმა, ჩვენ და „ელისაშვილები“ რომ არ ვიყავით, ვიცი - ჰერმან საბო

„გირჩის“ დეპუტატი ჰერმან საბო ამბობს, რომ ის და "ელისაშვილები" არ იყვნენ იმ 5 ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის, რომლებმაც იუსტიციის საბჭოს არჩევნებზე ხმა მისცეს არამოსამართლე წევრების არჩევას.

„იუსტიციის საბჭოს არჩევნებზე ვიღაც 5-მა „ქოცებს“ მისცა ხმა. ჩვენ და ელისაშვილები რომ არ ვიყავით, ეგ ვიცი. ერთ რიგში ვსხედვართ.

ახლა გასარკვევია, ვინ იყო“, - წერს ჰერმან საბო.

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად - ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია.

კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასააჭერად ხმები ასე დაფიქსირდა 93-91-93, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ასევე ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერაც ჰქონდა. სწორედ ამას მოჰყვა ოპოზიციის დიდი ნაწილის პროტესტი და მათ დარბაზი დატოვეს.