ყველამ ვიცით, ვინ იყო ის 5 კაცი, სკოლაში ხომ არ ვარ, ჩავუშვა?! - სანდრო რაქვიაშვილი

17.05.23 14:42
ყველამ ვიცით, ვინ იყო ის 5 კაცი, სკოლაში ხომ არ ვარ, ჩავუშვა?! - სანდრო რაქვიაშვილი

"გირჩის" წევრი სანდრო რაქვიაშვილი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში პირდაპირ ამბობს, რომ ცნობილია იმ 5 ოპოზიციონერი დეპუტატის ვინაობა, ვინც პარლამენტში ფარულად ხმა მისცა 3 არამოსამართლე წევრის არჩევას.

რაქვიაშვილი თავს იკავებს მათი ვინაობის დასახელებისგან და ამბობს, რომ დეპუტატებმა თვითონ უნდა თქვან თავიანთ გადაწყვეტილებაზე.

"მე არ ვიცი რა მოტივი ჰქონდათ მათ, მაგრამ პრინციპში ჩვენ ოპოზიციურ ფლანგზე დაახლოებით ყველა შევთანხმდით, ვინ არის და თუ კამერები ჩართული იყო ამის დადგენაც შეიძლება. არა, ჩვენ შემთხვევაში ეს შეუძლებელი იყო იმიტომ, რომ ძალიან ცხადი იყო და მე მგონი არავისთვის არასდროს მიგვიცია იმის საფუძველი, რომ ჩვენ ვიტყუებით და ა.შ. მე მგონი ყველაზე ნათელი და ღია პოზიცია ყოველთვის ჩვენ გვქონდა, მაგრამ კამერები ხომ იყო ჩართული და მე მგონი ამის გამოვლენა შეიძლება... ჩვენ ყველამ ვიცით ვინ იყო ის 5 კაცი. მე არ დავასახელებ. დეპუტატმა თვითონ უნდა თქვას თავის გადაწყვეტილებაზე, რომ მე ეს გადაწყვეტილება მივიღე, დავუჭირე მხარი და ახსნას. ჩაშვება და სკოლაში ხომ არ ვართ, რომ დამრიგებელთან მივიდეთ და ვთქვა, რომ აი ის იყოო, მე მგონი არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან, მაგრამ ეს ხალხია, რომელიც დარბაზში ახლა. ყველა ასე თუ ისე ვთანხმდებით, რომ ეს ხალხი იყო. მაგათ თუ მიაჩნია, რომ ფარულად დარჩნენ გამოვა, რომ მე უნდა ჩავუშვა და არ მინდა. თავს შევიკავებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმედია დღის ბოლომდე გაირკვევა". -ამბობს სანდრო რაქვიაშვილი.

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად - ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია.

კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასააჭერად ხმები ასე დაფიქსირდა 93-91-93, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ასევე ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერაც ჰქონდა. სწორედ ამას მოჰყვა ოპოზიციის დიდი ნაწილის პროტესტი და მათ დარბაზი დატოვეს.