გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო რუსეთმა, რა ვუქნა, მივიდე და კისერში ვწვდე? - მეუფე ანტონი ფრენებზე
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი რუსეთის მხრიდან ფრენების აღდგენასა და ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით არ საუბრობს და აცხადებს, რომ "ეს საკითხი მისი შესაფასებელი არ არის".
თქვენი აზრით, აქ იმისთვის ვართ, რომ ამ კითხვებს გავცეთ პასუხი? ჩემი აზრები ჩემთან იქნება, ეს ჩემი კომპეტენტურობა არ არის. მე როცა ჩემს ფიქრებში მოგიწვევთ, მაშინ შეიძლება გაგცეთ პასუხი. ეს რომ საქართველოს გაეკეთებინა, შეიძლება შემეფასებინა. ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო იმ სახელმწიფომ და მე რა ვუქნა ახლა, მივიდე და კისერში ვწვდე?"- აცხადებს სასულიერო პირი.