ვინ დაუჭირა მხარი ოპოზიციიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 არამოსამართლე წევრს - სია

17.05.23 15:19
ვინ დაუჭირა მხარი ოპოზიციიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 არამოსამართლე წევრს - სია

ვინ გაურიგდა "ოცნებას"  - ნიკა მაჭუტაძის გარდა,  სავარაუდო ეჭვმიტანილები არიან ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, დილარ ხაბულიანი და ბაჩუკი ქარდავა.

მათ ჯერ-ჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

"პირველების" ინფორმაციით, გუშინ, "ოცნების" წევრებსა და ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის საიდუმლო შეხვედრა გაიამრთა და სავარაუდოდ, სწორედ გუშინდელ შეხვედრაზე მოხდა ეს გარიგება, რის შემდეგაც, ფარული კენჭისყრის შედეგად ფრაქქცია ენმ-ს ბლოკში შესულმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას. 

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად - ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია.

კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასააჭერად ხმები ასე დაფიქსირდა 93-91-93, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ასევე ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერაც ჰქონდა. სწორედ ამას მოჰყვა ოპოზიციის დიდი ნაწილის პროტესტი. ხელისუფლების ოპონენტებმა დარბაზი ხმაურის ფონზე, პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

 

 

მსგავსი სიახლეები