არცერთი სიტყვა პუტინსა და ოკუპაციაზე - პრემიერმა ევროსაბჭოს სამიტზე გამოსვლა "ოცნების" ქებით დაიწყო

17.05.23 15:25
არცერთი სიტყვა პუტინსა და ოკუპაციაზე - პრემიერმა ევროსაბჭოს სამიტზე გამოსვლა "ოცნების" ქებით დაიწყო

არცერთი სიტყვა პუტინზე და ოკუპაციაზე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა პრემიერმა საქართველოს ხელისუფლების ქებით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი  მსოფლიოს 46 ლიდერის წინაშე ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში სასმართლო და საარჩევნო რეფორმა წარმატებით გაატარა. პრემიერმა ასევე თქვა, რომ "ქართული ოცნება" საქართველოს ევროინტეგრაციისთვის საჭირო 12 რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებს.

ამასთან, პრემიერმ თავის გამოსვლაში  რუსეთის პრეზიდენტი და რუსული ოკუპაცია არ უხსენებია. ერთადერთი, რაც რარიბაშვილმა თქვა, იყოს ის, რომ საქართელო უკრაინის სუვერენიტეტს მხარს მტკიცედ უჭერს. 

ვამაყობ, რომ ვიღებ მონაწილოებას ევროპის საბჭოს სამიტში. ჩვენ ერთგული ვართ ადამიანის უფლებების, დემოკრატიის ფუძემდებელი უფლებების დაცვის. დღეს ჩენ უდიესი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, ეს რუსეთის აგრესიაა, რომელიც საერთაშორისო ნორმებს არღვევს. საქართელო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს. ჩვენ გვახსოვს სრულმასშტაბიანი ომი 2008 წელს. ჩვენ დიდი დანაკლისი გვქონდა და ვიცით, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვიდობას. 20% ჩვენი ტერიტორიის ისევ ოკუპრებულია რუსეთის მიერ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ გამოვცადეთ რამენიმე ომი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ეს გამოცდილი გვაქვს და ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის. ჩენმა მთავრობამ ყველაზე ხანგძლივი მშვიდობა მოუტანა საქართველოს. ახლა კი მსოფლიოს დღის წესრიგი იცვლება და ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც ამ დრომდე იყო, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ერთინობა და კონსოლიდაცია. საქართველოში დემოკრატია ძლიერი და მდგრადია. ჩვენ გავაუმჯობესეთ სასამართლო სისტემა და საარჩვენო სისტემა, მოხდა ცვლილებები, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. რაც შეეხება მედიის უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას, ეს არის გათვალისწინებული ჩვენს დღის წესრიგში. გახნილობა არის ჩვენი ხელწერა. საქართველო არის ლიდერი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. საქართელო იქცა სამაგალითო დემოკრატიად მთელ რეგიონში და დადებითი შეფასება გვაქვს მიღებული. წინსვლა გვაქვს სხვა და სხვა მიმართულებით.ჩვენი ორიენტირი არის ევროკავშირში გაწევრიანება. ეს არის ჩვენი ერის დიდი მიზანი. მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, ჩვენი მომავალი არის ევროოკავშირში. ამ მიმართულებით მწყობრად მივდივართ ა 12-ვე რეკომენდაციას ვახორციელებთ, რომ მივიღოთ სტატუსი, - თქვა პრემიერმა.