ფრენების აღდგენით "ოცნებამ" რუსეთისთვის მომგებიანი ნაბიჯი გადადგა - გიორგი ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენით "ქართულმა ოცნებამ" არა საქართველოზე, არამედ რუსეთის ინტერესებზე იზრუნა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ფრენების აღდგენა რუსეთის ხელისუფლების დავალება იყო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ პირნათლად შეასრულა.
რუსეთმა პირდაპირ ეთერში მისცა აღიარებითი ჩვენება საკუთარი დეპუტატების, რუსეთის დუმის დეპუტატების მეშვეობით, რომ "ქართულმა ოცნებამ" რუსეთისთვის მომგებიანი ნაბიჯი გადადგა, დიახ, ზუსტად ასეა სამწუხაროდ, საქართველოსთვის მომგებიანი ნაბიჯი კი არ გადადგა" ქართულმა ოცნებამ", რუსეთისთვის მომგებიანი ნაბიჯი გადადგა. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ფრენების აღდგენა არის დავალება, რომელიც რუსეთის ხელისუფლებისგან მიიღო "ქართულმა ოცნებამ" და პირნათლად ასრულებს ამ დავალებას" - თქვა გიორგი ვაშაძემ.