რუსეთთან ახლოს მყოფი ოლიგარქები და კორუფცია დემოკრატიისთვის სასიკვდილო შხამია - შარლ მიშელი

17.05.23 15:36
რუსეთთან ახლოს მყოფი ოლიგარქები და კორუფცია დემოკრატიისთვის სასიკვდილო შხამია - შარლ მიშელი

დემოკრატიის გაძლიერებისთვის მედიის თავისუფლება და ოლიგარქების გავლენების დასრულებაა საჭირო, - ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა რეიკევიკში გამართულ სამიტზე ისაუბრა. დარბაზში, სადაც ირაკლი ღარიბაშილიც იჯდა, შარლ მიშელმა იმ ღირებულებებზე ისაუბრა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისთის არის მნიშვნელოვანი.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ პრობლემად კვლავ რჩება იმ ოლიგარქების გავლენები, რომლებიც რუსეთთან არიან დაახლოებულები. 

2022 წლის ივლისში ჩამოყალიბდა რეკომენდაციები თითოეული ქვეყნისთვის, რათა აჩვენონ, რომ არსებობს მუდმივი ძალისხმევა. მე ვიტყვი ერთ რამეს და ჩვენ ამ მაგიდის გარშემო, ზუსტად ვიცით, რომ არსებობს სასიკვდილო შხამი დემოკრატიის წონააღმდეგ, ჩვენი ღირებულებების წინააღმდეგ. ეს არის კორუფცია, დეზინფორმაცია, ბიზნესმოდელი, სადაც ხშირად არიან რუსეთთან ახლოს მყოფი ოლიგარქები, რომლებიც ყიდულობენ მედიას, ყიდულობენ პოლიტიკურ პარტიებს, ახორციელებენ ინფორმაციას და მის ინსტაგნაციას, მაგრამ არსებობს ანტიდოტი. ეს წამალი არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობა, გარანტირებული თანასწორობა, ისკრიმინაციის აკრძალვა. ევროპის საბჭო სწორედ აქ მივისწრაფით. ჩვენი ამბიციაა, დავაწესოთ მაღალი სტანდარტები ამ თემაზე, -თქვა შარლ მიშელმა.