გახარიას ვეთანხმები - ხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე გიორგი გახარიას ეთანხმება და ამბობს, რომ კომპრომისები დემოკრატიაა.
დამოუკიდებელი დეპუტატს სურს, ისეთ ქვეყანაში იცხოვროს, სადაც "ნაცი" და "ქოცი" არ არსებობენ.
"არ ვიცი მე გიორგი რას გულისხმობდა, მაგრამ მე შემიძლია მას დავეთანხმო იმაში, რომ რა თქმა უნდა, კომპრომისი არის დემოკრატია და პოლიტიკაც და დემოკრატიაც არის კომპრომისი და მე მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ერთმანეთში ვისაუბროთ. მე მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც "ნაცი" და "ქოცი", ბოდიში ამ სიტყვებისთვის მე არ მახასიათებს ასეთი სიტყვები, მაგრამ არ არსებობენ და ყველა ჩვენი მოსაზრებით, ვართ დემოკრატიულ პროცესებში ჩართული" - ამბობს ხატია დეკანოიძე.
გიორგი გახარია გაერთიანებაზე ალაპარაკდა - საგანგებო მიმართვაში ექსპერემირი კომპრომისემბზე ლაპარაკობს და ოპოზიციიურ პარტიებს გაერთიანებისკენ და ძველი წყნების დავიწყებისკენ მოუწოდებს.