"არ დაექვემდებარნენ საბოტაჟის და ბულინგის მცდელობას" - კობახიძის და მდინარაძის მადლობა ოპოზიციონერ დეპუტატებს
"ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კლობახიძემ და პარტიის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 5 ოპოზიციონერ დეპუტატს, რომლებმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების არჩევას მხარი დაუჭიორეს, მადლობა გადაუხადეს.
"მე მადლობას გადავუხდი, სახელების დასახელების გარეშე იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შესაბამის კანდიდატურებს და კანდიდატის სტატუსის მიღებას ჩვენი ქვეყნისთვის. გაგრძელდება პროცედურა და იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ ხუთივე წევრის არჩევას" - ამბობს კობახიძე.
მამუკა მდინარაძის თქმით, დეპუტატები არ დაექვემდებარნენ საბოტაჟის და ბულინგის მცდელობას.
მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს, რომ სახელმწიფოებრივად იაზროვნა, გადააბიჯა საკუთარ თავს და არ დაექვემდებარა საბოტაჟის და ბულინგის მცდელობას. ვიღაცამ ვერ გაუძლო ამ ყველაფერს, ვიღაც პირიქით, ორგანიზატორი იყო ამ ბულინგის და საბოტაჟის".-
ცნობისთვის, 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებს არჩევისას მხარი "ოცნების" კანდიდატებს დაუჭირა.