ხმა რამდენიმე ადამიანს მივეცი - ბაჩუკი ქარდავა

17.05.23 16:47
ხმა რამდენიმე ადამიანს მივეცი - ბაჩუკი ქარდავა

ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა "ტვ პირველის" პრიდაპირ ეთერში ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესშირამდენიმე კანდიდატს ხმა ნამდვილად მისცა, თუმცა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' -გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობას" წევრი არ ასახელებს გვარებს კონკრეტულად ვის დაუჭირა მხარი. 

ქარდავა იქვე ამბობს, რომ გეგმაში ჰქონდა 29-ვე კანდიდატისთვის დაეჭირა მხარი. ენმ-ს ფრაქციის წევრი ამტკიცებს,  „ქართული ოცნების“ საქმე არ გაუკეთებია. 

რამდენიმე ადამიანს მე მივეცი ხმა, მაგრამ ამ ადამიანებიდან ყველა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არ იყოხმა რამდენიმე ადამიანს მივეცი. იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანებს შორის, ვისაც ხმა მივეცი, არ იყვნენ "ქართული ოცნების" კანდიდატები.

ძალიან ბევრი, ვინც სიაში იყო, ძალიან საპატივცემულო ადამიანები არიან. "ოცნებასთან" საუბარიც არ მქონია გარიგებაზე"- ამბობს ქარდავა.

პარლამენტის დეპუტატი ნაჩქარევს და დაუფიქრებელს უწოდებს კოლეგების განცხადებებს, რომ "ვიღაც ოცნებას გაურიგდა". 

მე არ დამიდასტურებია, რომ სამი კანდიდატი, რომლებიც გავიდა, გავიდა ჩემი ხმით გავიდა. გიდასტურებთ  რიგ კანდიდატებს ხმა მივეცი იმ სიიდან. 29 ადამიანს შორის იყვნენ ადამიანები, ვისთვისაც მინდოდა ხმის მიცემა“, - დასძინა ედპ-ს ლიდერმა. 

"დღის ამბების" წამყვანმა პოლიტიკოს ჩამოუთვალა სამი კანდიდატი, ტრისტან ბენაშვილი, რომელმაც 93 ხმა მიიღო, გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა), რაზეც ედპ-ს ლიდერმა თქვა, რომ "ბენაშვილი არ ახსენდება". 

"ტრისტან ბენაშვილი არ მახსენდება, რომ ხმა მიმეცა. გეგმაში მქონდა 29 კანდიდატისთვის დამეჭირა მხარი. გადაწყვეტილებაში მე ვიყავი თავისუფალი" - ამბობს პარლამენტის წევრი. 

ედპ-ს ლიდერმა "ტვ პირველის" ეთერში თქვა ისიც, რომ კენჭისყრამდე ოპოზიციას შორისარანაირი  კოორდინაცია არ ყოფილა: „კენჭისყრა თავისუფალი იყო“- აცხადებს ქარდავა. 

თუ იქნებოდა შეთანხმება, რომ გამოგვეცხადებინა ბოიკოტი და არავის მიეცა ხმა, ისე როგორც ეს საგამოძიებო კომისიის დროს მოხდა და ვყოფილიყავით ერთიანი, რა თქმა უნდა, ამას დავუჭერდი მხარს. „ქართულ ოცნებასთან“ გარიგება კი არა, საუბარიც არ მქონია"- აცხადებს ქარდავა.

ცნობისთვის, 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებს არჩევისას მხარი "ოცნების" კანდიდატებს დაუჭირა.