საქართველოში ერთადერთი გამორჩუელი ოლიგარქი კეზერაშვილია - კობახიძე
ევროსაბჭოს სამიტზე შარლ მიშელის სიტყვით გამოსვლის შემდეგ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ისევ ამტკიცებს, რომ საქართელოში ერთადერთი ოლიგარქი დავით კეზერაშვილია. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დღეს თქვა, რომ რუსეთთან დაახლოებული ოლიგარქების გავლენები ჯერ ისევ პრობლემად რჩება.
ამასთან, ირაკლი კობახიძე სამიტზე პრემიერის გამოსვლით კმაყოფილია და ისიც იმეორებს, რომ საქართველოს ყველა სფეროში მნიშნელოვანი პროგრესი აქვს.
ყველა სფეროში გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი და ის, რომ რამდენჯერმეა შემცირებული სტრასბურგში საქართელოან გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა, ესეც ადასტურებს, რომ ჩვენ გვაქვს დრამატული და ფუნდამენტური პროგრესი სასამართლო სისტემაში. საქართველოში გვყავს ერთადერთი გამორჩეული ოლიგარქი, ეს არის კეზერაშვილი, რომელიც ჯერ ბიზნესმენებს ძარცვავდა და მერე ჯარი გაძარცვა და დღეს უკვე ძარცცვავს ევროპელ პენსიონრებს, იმ პენსიონრებს, რომლებიც არიან შარლ მიშელის უფლებამოსილების არეალში, - ამბობს კობახიძე.