საქმის გარჩევა პარლამენტში - "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ოთახიდან ჩხუბის ხმა ისმის
საქმის გარჩევა პარლამენტში - "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ოთახიდან საათანახევარია ჩხუბის ხმა ისმის. იყო გინება და ყვირილივ. დეპუტატები, ვინც დღეს, სავარაუდოდ, ოპოზიციური შეთანხმება დაარღვია და ხმა "ქართული ოცნების" წარდგენილ კანდიდატებს მისცა, "ნაცმოძროაბის ფრაქციის" წევრები არიან.
ისინი ამბობენ, რომ ცოტა ხანში ბრიფინგს გამართავენ და ყველა კითხვას პასუხს გასცემენ.
შეხვედრა ცოტა ხნის წინ პროტესტის ნიშნად დატოვა თინა ბოკუჩავამ.
მე ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს თანამშრომლობა გაგრძელდეს ფრაქციის ფორმატში. მიუღებელია, რომ არსებობდეს ისეთი პოზიციები, რომელიც დღეს დააფიქსირეს. ეს არის თანამშრომლობა "ოცნებასთან". საუბარია მაჭუტაძეზე, ქარდავაზე, ნატო და როსტომ ჩხეიძეზე და რამდენადაც ვიცი კიდევე რთ ადამიანზე, რომელიც ჩენი ფრაქციის წევრი არ არის". - ამბობს ბოკუჩავა.
ვინ გაურგიდა ქართულ ოცნებას? - ვრცელდება ხუთი სავარაუდო გვარი ოპოზიციიდან. ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ნიკა მაჭუტაძე, ბაჩუკი ქარდავა და დილარ ხაბულიანი. ხუთიდან ოთხს ნაცმოძრობა ფრაქციიდან გარიცხვით ემუქრება. არსებობს კადრები, სადაც ჩანს, როგორ აძლევენ "ოცნების" კანდიდატებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხმას, ნატო და როსტომ ჩხეიძეები.