სამწუხაროა, რომ სასამართლო კლანის გაძლიერებას მხარი ოპოზიციის ზოგიერთმა წევრმაც დაუჭირა - სამოქალაქო სექტორი

17.05.23 17:22
სამწუხაროა, რომ სასამართლო კლანის გაძლიერებას მხარი ოპოზიციის ზოგიერთმა წევრმაც დაუჭირა - სამოქალაქო სექტორი

პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს სამოქალაქო სექტორი საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. საქმე ეხება "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასამომართლე წევრობის კანდიდატებს, რომლებსაც ხმა ოპოზიცის 5 დეპუტატმაც მისცა.

ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ხელისუფლება სასამართლო კლანის მხარდაჭერას განაგრძობს, რაშიც სამწუხაროდ, მონაწილეობა ოპოზიციის ზოგიერთმა წევრმაც მიიღო. სამოქალაქო სექტორი მომხდარს საგანგაშოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება სასამართლო სისტემას ვერ გააჯანსაღებს. 

დღევანელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, რომ მმართველი პარტია კვლავ განაგრძობს სასამართლო სისტემაში კლანის მხარდაჭერას და ხელს უწყობს მათ ძალაუფლების შენარჩუნებას. სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მათ ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც მხარი აუბა და ეს ერთობლივი გადაწყვეტილებით მოხდა. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა მაშინ, როდესაც საქართველოს შესასრულებელი აქვს 12 პუნქტინია გეგმა, რომელტა შორის ერთ-ერთი მართლმსაჯულების გაჯანსაღებას ეხება. დღეს მიღებული ეს გადაწყვეტილება ვერ გააჯანსაღებს მართლმსაჯულების სისტემას და ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი ამ პროცესში