პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ღარიბაშვილს ზურაბიშვილისთვის ბრიუსელში ვიზიტზე ნებართვა ამ დრომდე არ მიუცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ ზურაბიშვილს ბრიუსელში ვიზიტზე ნებართვას არ აძლევს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის საკითხზე პრეზიდენტმა მთავრობას 27 აპრილს მიმართა, თუმცა თანხმობა ამ დრომდე არ მიუღია.
„15 მაისს ძალში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა.
27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.