ღარიბაშვილის პოზიცია ადვილად პროგნოზირებადი იყო - მელია პრემიერის გამოსვლაზე
ენმ-ს ყოფილ თავმჯდომარისთის პრემიერ-მინისტრის სიტყვა ევროსაბჭოს სამიტზე მოულოდნელი არ ყოფილა. ნიკა მელია ამბობს, რომ ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკა უკვე ცხადია და ამაში გასაკვირი არაფერია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასევე დარწმუნებულია, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტს ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმის მმართველობა კარგად აქვს გაცნობიერებული.
ღარიბაშვილის ეს მიდგომა და დამოკიდებულება და პოზიცია, ბუნებრივია, ადვილად პროგნოზირებადი იყო ყოველთვის. განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც ძალიან ღიაა მისი და მისი ხელისუფლების დამოკიდებულება ტერორისტული სახელმწიფოს, რუსეთის მიმართ. ოლიგარქიული სენი, სამწუხაროდ, რიგ ქვეყნებში არის ფართოდ გავრცელებული და ებრძვის დემოკრატიულ წესწყობილებებს. მე დარწმუნებული ვარ, ბატონ მიშელს აქვს მხედველობაში მათ შორის, საქართველო, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული ხელისუფლება, - ამბობს ნიკა მელია.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა პრემიერმა საქართველოს ხელისუფლების ქებით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოს 46 ლიდერის წინაშე ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში სასმართლო და საარჩევნო რეფორმა წარმატებით გაატარა. პრემიერმა ასევე თქვა, რომ "ქართული ოცნება" საქართველოს ევროინტეგრაციისთვის საჭირო 12 რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებს.
ამასთან, პრემიერს თავის გამოსვლაში რუსეთის პრეზიდენტი და რუსული ოკუპაცია არ უხსენებია. ერთადერთი, რაც ღარიბაშვილმა თქვა, იყოს ის, რომ საქართველო უკრაინის სუვერენიტეტს მხარს მტკიცედ უჭერს.