ან უნდა დატოვონ ფრაქცია ან უნდა გავრციხოთ - დევი ჭანკოტაძე დეპუტატებზე
ენმ-ს წევრი დევი ჭანკოტაძე იმ დეპუტატების ფრაქციიდან გარიცხვას ითხოვს, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევაას მხარი დაუჭირა.
ჭანკოტაძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ფრაქციის მიერ მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
"ან უნდა დატოვონ ფრაქცია ან მეორე ვარიანტია, რომ უნდა გავრციხოთ. ეს არის უდიდესი შეცდომა, ასე ვფიქრობ და ძალიან მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ფრაქციის მიერ.
თვითონ უნდა ახსნანა რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი, თუმცა არ აღიარებენ. ჩვენთან არ იყო ეს მოქმედება შეთანხმებული. ყველაფერს გავაკეთებთ რომ კენჭისყრა გავაუქმოთ". - ამბობს ჭანკოტაძე.
ცნობისთვის, 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებს არჩევისას მხარი "ოცნების" კანდიდატებს დაუჭირა.