ხელების გადაგრეხვით, ზეწოლით, 5 ოპოზიციური მანდატის ჯიბეში ჩადება, რეკომენდაციის შესრულება არ არის - ჯაფარიძე

17.05.23 18:43
ხელების გადაგრეხვით, ზეწოლით, 5 ოპოზიციური მანდატის ჯიბეში ჩადება, რეკომენდაციის შესრულება არ არის - ჯაფარიძე

"ლელოს"ლიდეის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, 5 ოპოზიციონერ დეპუტატზე დიდი ზეწოლა განახორციელა მმართველმა გუნდმა.

ჯაფარაიძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ხელების გადაგრეხვით 5 ოპოზიციური მანდატის ჯიბეში ჩადება, რეკომენდაციის შესრულება არ არის

"მოთხოვნა იყო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობი იყვნენ კონსესუსური კანდიდატები და არა ისეთი, კობახიძე ვიღაც მოეწონა, შემდეგ მოილაპარაკა, მოახერხა ხელების გადაგრეხვით, ზეწოლით, 5 ოპოზიციური მანდატის ჯიბეში ჩადება და ასე გაიყვანა კანდიდატები. ეს არ არის რეკომენდაციის შესრულება. ეს არის მატყუარა "ოცნების" მორიგი მცდელობა, რომ თითქოს, ეს არის რეკომენდაციების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯი იმ 5 ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან.

ის 5 დეპუტატი, როგორც ჩანს დიდი ზეწოლის ქვეშ იყო "ქართული ოცნების" მხრიდან. მერე უკვე გარანტირებულად დაითანხმეს, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ "ოცნების" კანდიდატებს". - ამბობს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებს არჩევისას მხარი "ოცნების" კანდიდატებს დაუჭირა.