ნებისმიერი თანამშრომლობა ღიად პროოკუპაციურ რეჟიმთან, არის ანტიეროვნული აქტი - სააკაშვილი
მიხელ სააკაშვილი პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ფეისბუკზე წერს, რომ "ოცნებასთან" ნებისმიერი თანამშრომლობა ანტიეროვნული აქტია.
დაპატიმრებული პრეზიდენტი, გამოქვეყნებული პოსტით, 5 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებისთვის ხმის მიცემის გარდა, სავარაუდოდ, ლევან ბეჟაშვილის პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე წარდგენასაც ეხმაურება.
ნებისმიერი თანამშრომლობა პარლამენტში თუ მის გარეთ უკვე ღიად პროოკუპაციურ რეჟიმთან არის ანტიეროვნული აქტი'".- წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებს არჩევისას მხარი "ოცნების" კანდიდატებს დაუჭირა.
ის, ვინც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოცნების კანდიდატებს დაუჭირა მხარი 4 დეპუტატი სწორედ ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს. ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ნიკა მაჭუტაძე, ბაჩუკი ქარდავა. ეს ის დეპუტატები არიან, ვინც დღეს ოპოზიციის საპარლამენტო გეგმები თავდაყირა დააყენა.