მე, როსტომ ჩხეიძე და ნატო ჩხეიძე ვტოვებთ ფრაქცია ენმ-ს - ნიკა მაჭუტაძე
მე, როსტომ ჩხეიძე და ნატო ჩხეიძე ვტოვებთ ფრაქცია ენმ-ს - განცხადებას, ამ წუთებში ნიკა მაჭუტაძე ავრცელებს.
მაჭუტაზე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ არანაირ გარიგებას "ოცნებასთან"ადგილი არ ჰქონია.
"ლაპარაკია გარიგებაზე, ეს არის უსინდისო ტყუილი. ჩვენ არ გვქონია არცერთი კომუნიკაცია, სატელეფონო ზარი და შეხვედრა "ოცნებასთან".- ამბობს მაჭუტაძე.
მაჭუტაძე ასევე ამბობს, რომ მათთვის ოპოზიციაში არავის უთქვამს, რომ ამ 3 კანდიდატისთვის ხმა არ უნდა მიეცათ.
ასეთი შეთანხმება არ ყოფილა. არავის უთქვამს ჩვენთვის, რომ ხმა არ უნდა მიგვეცა. ყოველი შემთხვევის ჩვენ ამის შესახებ გაფრთხილებული არ ვიყავით". - ამბობს მაჭუტაძე.
ცნობისთვის, 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებს არჩევისას მხარი "ოცნების" კანდიდატებს დაუჭირა.
ის, ვინც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში "ოცნების" კანდიდატებს დაუჭირა მხარი, 4 დეპუტატი სავარაუდოდ, სწორედ "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს. ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ნიკა მაჭუტაძე, ბაჩუკი ქარდავა. ეს ის ეჭვმიტანილი დეპუტატები არიან, ვინც დღეს ოპოზიციის საპარლამენტო გეგმები თავდაყირა დააყენა.