"ოცნებასთან" გარიგება არ გვქონია, ეს უსინდისო ტყუილია - მაჭუტაძე

17.05.23 19:23
"ოცნებასთან" გარიგება არ გვქონია, ეს უსინდისო ტყუილია - მაჭუტაძე

ნიკა მაჭუტაძე "ოცნებასთან" გარიგებას უსინდისო ტყუილს უწოდებს.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ მამრთველ გუნდთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებზე საუბარი ოპოზიციონერ დეპუტატებს არ ჰქონიათ. 

"ლაპარაკია გარიგებაზე, ეს არის უსინდისო ტყუილი. ჩვენ არ გვქონია არცერთი კომუნიკაცია, სატელეფონო ზარი და შეხვედრა "ოცნებასთან".- ამბობს მაჭუტაძე.

ნიკა მაჭუტაძემ, როსტომ ჩხეიძემ და ნატო ჩხეიძემ ფრაქცია ენმ დატოვეს.  განცხადება ნიკა მაჭუტაძემ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

ცნობისთვის, 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებს არჩევისას მხარი "ოცნების" კანდიდატებს დაუჭირა.

ის, ვინც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში "ოცნების" კანდიდატებს დაუჭირა მხარი, 4 დეპუტატი სავარაუდოდ, სწორედ "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს. ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ნიკა მაჭუტაძე, ბაჩუკი ქარდავა.  ეს ის ეჭვმიტანილი დეპუტატები არიან, ვინც დღეს ოპოზიციის  საპარლამენტო გეგმები თავდაყირა დააყენა.