მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებდნენ - ბოკუჩავა

17.05.23 19:36
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებდნენ - ბოკუჩავა

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი გააკეთებდნენ განცხადებას ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით - განცხადება ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ბოკუჩავას თქმით, უკვე ფრაქცია დატოვებულ დეპუტატებთან რამდენიმესაათიანი მძიმე საუბარი შედგა. 

არცერთი დეპუტატი რომელმაც დღეს ხმა მისცა ევროსაბჭოს უმაღლეს საბჭოში კლანის განმტკიცებას, არ არის 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თუმცა იყვნენ ჩვენი ფრაქციის წევრები. 

მძიმე საუბარი გვქონდა მათთან რამდენიმე საათის განმავლობაში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი  გააკეთებდნენ განცხადებას ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით. სხვაგვარად ჩვენ იძულებულები ვიქნებოდით, ცალმხრივად მიგვეღო გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით.

არ დავუშვებთ, რომ კლანის გაძლიერება გაგრძელდეს". - განაცხადა ბოკუჩავამ.

ნიკა მაჭუტაძემ, როსტომ ჩხეიძემ და ნატო ჩხეიძემ ფრაქცია ენმ დატოვეს.  განცხადება ნიკა მაჭუტაძემ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

ცნობისთვის, 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებს არჩევისას მხარი "ოცნების" კანდიდატებს დაუჭირა.

ის, ვინც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში "ოცნების" კანდიდატებს დაუჭირა მხარი, 4 დეპუტატი სავარაუდოდ, სწორედ "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს. ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ნიკა მაჭუტაძე, ბაჩუკი ქარდავა.  ეს ის ეჭვმიტანილი დეპუტატები არიან, ვინც დღეს ოპოზიციის  საპარლამენტო გეგმები თავდაყირა დააყენა.