პოლიტიკურ ღალატში მხილებული დეპუტატები ოპოზიციური ფრაქციიდან გარიცხეს - დიდი გარიგების დეტალები
პოლიტიკურ ღალატში მხილებული დეპუტატები ოპოზიციური ფრაქციიდან გარიცხეს. ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი - რის სანაცვლოდ აღმოჩნდნენ ეს დეპუტატები ბიძინა ივანიშივლის პარტიის მაშველი რგოლი? დიდი გარიგების დეტალებს თავად ოპოზიციის ლიდერები არკვევნ.
კონტრარგუმენტები აქვთ ფრაქციიდან წასულებს. ისინი ადასტურებენ, რომ ხმა ოცნების ინტერესების სასარგებლოდ ნამდვილად მისცეს, ამას პოლიტიკურ შეცდომას მიაწერენ და ხელს პრაქტიკულად ფრაქციის თავმჯდომარისკენ იშვერენ. ნიკა მაჭუტაძის მტკიცებით, არ ყოფილა წინასწარი შეთანხმება ოპოზიციაში, რომ კლანთან დაახლოებული არამოსამართლე წევრებისთვის ხმა არ უნდა მიეცათ.
დეტალები, ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.