"ოცნებასთან" გარიგებულები" - პარლამენტს, დღეს პოლიტიკური ვნებათაღელვის ქარიშხალმა გადაუარა

17.05.23 20:08
"ოცნებასთან" გარიგებულები" - პარლამენტს, დღეს პოლიტიკური ვნებათაღელვის ქარიშხალმა გადაუარა

ოპოზიციას დღეს "ოცნებასთან" გარიგებულების გამოსავალენად ერთი საათი დასჭირდა. ტაბლოზე ასახული შედეგები ისეთი გამაოგნებელი იყო, რომ მოღალატეებს, თავდაპირველად "გირჩისა" და "მოქალააქეების" რიგებში ეძებდნენ. თუმცა საბოლოოდ დადასტურდა, რომ ხუთიდან ოთხი გარიგებული ნაცმოძროაობის ფრაქციის წევრია. "პირველების" ინფრომაციით,  გასაიდუმლებული შეხვედრა მმართველ პარტიასთან გუშინ  საღამოს შედგა.  პირობა ასეთი იყო - თუ ოპოზიციონერი დეპუტატები ოპოზიციური ერთობის წინააღმდეგ წავიდოდნენ, მაშინ ოცნება ხუთივე მათგანს მისცემდა საშუალებას პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფი შეექმნათ. 

პარლამენტს, დღეს პოლიტიკური ვნებათაღელვის ქარიშხალმა გადაუარა. ვიდრე ბოიკოტზე შეთანხმებული დეპუტატები არკვევდნენ, ვინ მისცა ხმა კანდიდატებს, ოცნებამ მოასწრო და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთიდან სამი კანდიდატი დაამტკიცა. ეს გადაწყვეტილება გამაოგნებელი აღმოჩნდა სამოქალაქო სექტორისთვისაც, ვინც კლანის წინააღმდეგ და სასამართლოს თავისუფლებისთვის წლებია იბრძვის. 

დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.