"სააკაშვილის წერილში პარლამენტის დატოვებაზე საუბარი არ ყოფილა" - ჩააბარებს თუ არა ხაბეიშვილი პირველ საჯარო გამოცდას

17.05.23 20:26
"სააკაშვილის წერილში პარლამენტის დატოვებაზე საუბარი არ ყოფილა" - ჩააბარებს თუ არა ხაბეიშვილი პირველ საჯარო გამოცდას

ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ წერილში საუბარი არ ყოფილა ფრაქცია ენმ-ს მიერ პარლამენტის დატოვებაზე.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ თუ ამას მესამე პრეზიდენტი ისურვებს, პარტია აუცილებალდ დაემორჩილება მას.

იქ, ცხადია საუბარი არ ყოფილა პარლამენტის დატოვებაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი წინააღმდეგია, ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ დატოვოს პარლამენტი. თუ ეს სურვილი მას ოდესმე ექნება, ყველამ უნდა იცოდს, რომ ამ პარტიაში მთავარი არის მიხეილ სააკაშვილი და შესაბამისად, პარტიას ამ გადაწყვეტილების მიღება არ გაუჭირდება". - ამბობს ხაბეიშვილი.

ნებისმიერი თანამშრომლობა პარლამენტში პროკუპაციურ რეჟიმთან, არის ანტიეროვნული აქტი - ეს არის სააკაშვილის წერილის შინაარსი. დღეს მესამე პრეზიდენტმა პარლამენტში დარჩენასა და სამშობლოს ღალატს შორის პრაქტიკულად ტოლობის ნიშანი დასვა. ახლა  პარტია მძიმე დღეშია. ახალმა თავმჯდომარემ პირველი საჯარო გამოცდა უნდა ჩააბროს.

ვრცლად, იხილეთ, ნანუკა ქაჯაიას ჩართვა.