ზურაბიშვილი ღარიბაშვილს ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტის ჩაშლაში, უკვე მეორედ ადანაშაულებს

17.05.23 20:30
ზურაბიშვილი ღარიბაშვილს ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტის ჩაშლაში, უკვე მეორედ ადანაშაულებს

უკვე მეორედ, ზურაბიშვილი ღარიბაშვილს ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტის ჩაშლაში ადანაშაულებს.  დიდი ალბათობით, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით არც ამჯერად გამოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით,  ჯერ კიდევ 27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ, თუმცა 20 დღის შემდეგაც კი  ღარიბაშვილს ზურაბიშვილისთვის  ბრიუსელში გამგზავრების  ნებართვა არ მიუცია.

თუ პირველი ვიზიტის ჩაშლის  შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილის არგუმენტები ბოლომდე მყარი არ იყო, ახლა სულ სხვა ვითარებაა. ღარიბაშვილს ძალიან დიდ დრო ჰქონდა ნებართვის  გასაცემად. ეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთთან ფრენების აღდგენაზე ოკუპანტ სახელმწიფოს საქართველოს მთავრობამ თანხმობა ზუსტად ერთ დღეში მისცა. 

დარჩა თუ არა შანსი, რომ სალომე ზურაბიშვილმა  ევროპის უმაღლესი ტრიბუნა გამოიყენოს? - ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.