ფრენების შემდეგ რკინიგზა - რუსეთი კიდევ ერთი მიზნის სისრულეში მოსაყვანად ემზადება

17.05.23 20:34
ფრენების შემდეგ რკინიგზა - რუსეთი კიდევ ერთი მიზნის სისრულეში მოსაყვანად ემზადება

რუსეთი კიდევ ერთი მიზნის სისრულეში მოსაყვანად ემზადება. ფრენების შემდეგ რკინიგზა. უკვე ცნობილია, რომ ოკუპანტი სახელმწიფო ახლა უკვე ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე მუშაობას. ამ ამბავს "პირველებს" რუსეთის სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარე უდასტურებს.  ლეონიდ კალაშნიკოვი ამბობს, რომ ამის რესურსიც არსებობს და  პერსპექტივაც.  დეპუტატი, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის ვიზების გაუქმებას ლობირებდა, დარწმუნებულია, რომ  სარკინიგზო მიმოსვლაც აღდგება. 

 რუსი პროპაგანდისტები და დეპუტატები  უკვე საჯაროდ აღიარებენ, რომ  მოსკოვმა ავიამიმოსვლა  საქართველოსთან ქართული პროდუქციის გამო აღადგინა. ეს მათი ინტერესი იყო, რადგან სანაცვლოდ ოკუპანტმა ქვეყანამ  საქართველოდან  უნდა მიიღოს პროდუქცია, რომელსაც ეწერება, დამზადებულია საქართველოში.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები