არცერთი სიტყვა პუტინზე - ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერებს არწმუნებდა, რომ საქართველოში დემოკრატია ყვავის

17.05.23 20:41
არცერთი სიტყვა პუტინზე - ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერებს არწმუნებდა, რომ საქართველოში დემოკრატია ყვავის

არცერთი სიტყვა პუტინზე - ევროპის საბჭოს სამიტზე საქართველოს პრემიერ მინისტრი მსოფლიო ლიდერებს არწმუნებდა, რომ საქართველოში დემოკრატია ყვავის, სასამართლო დამოუკიდებელია და ადამიანის უფლებები დაცული. იქ, სადაც თავისუფალი სამყარო პუტინის პერსონალურ პასუხისმგებლობებზე საუბრობდა, ღარიბაშვილი ამის შესახებ არაფერს ამბობდა.

 ის, რაც პრემიერმა არ თქვა, ლიდერებს არ გამორჩენიათ.  შარლ მიშელს პირდაპირ ივანიშვილი არ უხსენებია, თუმცა მიანიშნა, რომ არსებობენ  სახელმწიფოები, სადაც ოლიგარქები რუსეთთან მჭიდრო კავშირში არიან და დემოკრატიას ხელს უშლიან.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ღარიბაშვილს, რომელიც  მსოფლიო ლიდერების თვალწინ თავს იწონებდა, უთხრა, რომ  დემოკრატიის გზა  გადის კანონის უზენაესობაზე, მედიის თავისუფლებასა  და ადამიანის უფლებების დაცვაზე.

დეტალები ნაეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.