გახარია კომპრომისებზე ალაპარაკდა - რისი თქმა სურს ექს-პრემიერს პოლიტიკური სპექტრისთვის

17.05.23 20:54
გახარია კომპრომისებზე ალაპარაკდა - რისი თქმა სურს ექს-პრემიერს პოლიტიკური სპექტრისთვის

რისი თქმა სურს პოლიტიკური სპექტრისთვის გიორგი გახარიას? - ექს-პრემიერის ახალმა ვიდეო მიმართვამ გააჩინა განცდა, რომ გახარია სხვა პარტიებს გაერთიანებისკენ და ძველი წყენების დავიწყებისკენ მოუწოდებს. საუბარს "ოცნების" ექს-მაღალჩინოსანი კომპრომისის აუცილებლობით იწყებს და პოლიტიკოსებს  პირდაპირ ეუბნება, რომ თუ არ იქნება კომპრომისი, არ იქნება დემოკრატია

რის დათმობას აპირებს თვითონ და რის დათმობას ითხოვს სხვებისგან, გახარია არ აკონკრეტებს.  თუმცა მიანიშნებს, რომ უნდა დასრულდეს ერთპარტიული მმართველობა და ერთი ლიდერის გარშემო ხალხის  მობილიზაცია.  გახარიას ოპოზიციიდან უკვე უპასუხეს, რომ თავად დაიწყოს და მოყვეს ყველაფერი ვისი ბრძანებით დაარბია ხალხი 20 ივნისს.

დეტალები იხილეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.