ვაკანსიები სამეფო კარზე - "გირჩი" დასაქმებულებს 1000-დან 3000 ლარამდე გადაუხდის

19.05.21 12:16
ვაკანსიები სამეფო კარზე - "გირჩი" დასაქმებულებს 1000-დან 3000 ლარამდე გადაუხდის

"გირჩი" ვაკანსიას აცხადებს - პარტია "სამეფო კარზე" მუშაობის მსურველს ეძებს. "გირჩი" დეპუტატების სამ თანაშემწეს დაასაქმებს, ხელფასი 1000-დან 3000 ლარამდე მერყეობს. გასაუბრება კი Live-ში შედგება. 
 
გარდა ამისა, "სამეფო კარი" ორ ტექნიკურ თანამშრომელს “ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტსა” და “მემონტაჟე-ოპერატორს” ეძებს. 
 
მოთხოვნები ასე გამოიყურება - კომუნიკაციების სპეციალისტი "დაღვინებული" უნდა იყოს, დიდი და მრავალნაკადიანი ციფრული არხების მართვის გამოცდილებაც უნდა ჰქონდეს და "გირჩის სამეფოს" ციფრული მხარე  უნდა მოაწესრიგოს. აქაც ხელფასი 1 500-დან 3 000-მდე მერყეობს.
 
რაც შეეხება მემონტაჟე-ოპერატორის ვაკანსიას, აპლიკანტს გუნდთან ერთად ვიზუალური გირჩობების მოფიქრება ევალება. ხელფასი - 1 500-დან 3 000- ლარამდე. 
 

მსგავსი სიახლეები