ბედნიერი ვიქნებით იმით, რომ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება - გვრიტიშვილი

19.05.21 12:57
ბედნიერი ვიქნებით იმით, რომ  მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება - გვრიტიშვილი

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი, ნაზი ჯანეზაშვილის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელიც სასამართლო სისტემაში  ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტზე საუბრობდა. გვრიტიშვილის თქმით, გზირიშვილის მიმართა ბრალდებები უსაფუძვლოა. მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ ჯანეზაშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვით ბედნიერია. 

გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბულინგის კლასიკური მაგალითი, როდესაც იუსტიციის საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, ცდილობდა მოსამართლეობის ახალგაზრდა კანდიდატის (ალექსანდრე გზირიშვილის) დამცირებას მისი ღირსებისა და მისი ოჯახის წევრების შეურაცხყოფით, რაც საბედნიეროდ, არ გამოუვიდა. ამ ადამიანმა ეთიკურად და ადეკვატურად გაართვა თავი თავდასხმებს. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, როდესაც ქალბატონი ჯანეზაშვილი ცდილობს ნეპოტიზმის ფაქტის დამტკიცებას გზირიშვილთან მიმართებაში, მან არა მხოლოდ უნდა მიუთითოს უდაო ფაქტზე, რომ ალექსანდრე გზირიშვილი ლევან გზირიშვილის შვილია, არამედ დამატებით აუცილებლად უნდა დაამტკიცოს ისიც, რომ ალექსანდრე გზირიშვილი არის უღირსი, ან  არასათანადო კვალიფიკაციის მქონე იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს კანონის მოთხოვნები და განმწესდეს მოსამართლედ. ნაზი ჯანეზაშვილმა აღიარა, რომ კვალიფიკაციის გამოსავლენად სამართლებრივი შეკითხვები არც კი დასვა და შემოიფარგლა მხოლოდ ოჯახური ურთიერთობების კვლევით, რაც ისედაც ცხადია. ამიტომ, ნეპოტიზმზე საუბარი აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. ეს არის კიდევ ერთი გამოხტომა საბჭოს არამოსამართლე წევრის. საბედნიეროდ, მე, როგორც მოსამართლე, სხვა მოსამართლეებიც ბედნიერნი ვიქნებით იმით, რომ სულ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება“, - აცხადებს გვრიტიშვილი.

იუსიტიციის საბჭოს არამოსართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, სასამართლო სისტემაში ნეპოტიზმზე საუბრობს და ამბობს, რომ მოსამართლეობის კანდიდატი ალექსანდრე გზირიშვილი თანამდებობაზე მამამისმა მოაწყო. 

ჯანეზაშვილი ამტკიცებს, რომ ლევან გზირიშვილი ე.წ. სასამართლო კლანის ახლო გარემოცვის წევრია.

 

მსგავსი სიახლეები