გზირიშვილმა სასამართლო კლანის ერთგულების ფასად მოითხოვა შვილის კარიერა - ანა დოლიძე
მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მოსამართლეების დანიშვნა სავარაუდოდ, ნეპოტიზმის ნიშნით ხდება. ანა დოლიძე ამბობს, რომ ე.წ. კლანი ერთგულების სანაცვლოდ მოსამართლეებს სურვილებს უსურვებს და ერთ-ერთია ასეთი შემთხვევაა, როცა მოქმედი მოსამართლის შვილს ალექსანდრე გზირიშვილს მოსამართლედ ნიშნავენ.
მთელი სასამართლო ხელთ უპყრია ჯგუფს, რომლის ნათესავებიც აკომპლექტებენ მთლიანად სამივე ინსტანციას და პროფესიონალს, რომელიც კავშირში არაა ამ კლანთან შანსი მოსამართლედ დანიშვნის არ აქვს. სავარაუდოდ, როგორც ხდება ხოლმე როცა დაინიშნა გზირიშვილი ერთგულების ფასად მან მოითხოვა თავისი შვილის კარიერა და კლანმა ეს აუსრულა. ლევან გზირიშვილმა ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება განუმტკიცა კლანს, არასოდეს კლანისთვის არ გაუწევია წინააღმდეგობა და ამის ჯილდო არის მოსამართლედ დანიშვნა გზირიშვილის შვილის. ესე მუშაობს ეს სისტემა, მოგვემსახურები ჩვენ, მერე რაღაცას მიიღებ", - ამბობს ანა დოლიძე.
იუსიტიციის საბჭოს არამოსართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, სასამართლო სისტემაში ნეპოტიზმზე საუბრობს და ამბობს, რომ მოსამართლეობის კანდიდატი ალექსანდრე გზირიშვილი თანამდებობაზე მამამისმა ლევან გზირიშვილმა მოაწყო. ჯანეზაშვილი ამტკიცებს, რომ გზირიშვილი ე.წ. სასამართლო კლანის ახლო გარემოცვის წევრია.მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა გასუაბრება უკვე გაიარა და სავარაუდოდ მალე უზენაესი სასამართლოსმოსმაართლის მანტიას ჩაიცვამს.