ნურავინ შეეცდება, ქართული სახელმწიფო გამოიწვიოს - მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე

19.05.21 13:27
ნურავინ შეეცდება, ქართული სახელმწიფო გამოიწვიოს - მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე

მიხეილ სააკაშვილის საქართველოშ შესაძლო დაბრუნებას „ქართულ ოცნებაში“ ეხმაურებიან. მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე, ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისვთის  ქვეყანაში ჩამოსვლა არავის აუკრძალავს, თუმცა მის დაბრუნებას სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება. 

ბატონი მიხეილ სააკაშვილი არ ბრძანდება საქართველოს მოქალაქე ამ წუთას, ეს არის ფაქტი და მეორე, ის არის მსჯავრდებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის. არავის შეუზღუდავს მისთვის საქართველოში ჩამოსვლა, უბრალოდ წინასწარ ცნობილია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოში ჩამოვა, რა მოჰყვება ამას შედეგად სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს ყველასთვის ცნობილია და ნურავინ შეეცდება, რომ კვლავ გამოიწვიოს ქართული სახელმწიფო და ქართული სამართალი, ეს არავის პოლიტიკური კუთვნილება არ არის, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
 
 

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა თვითმმართველობის არჩევნების წინ დააანონსა. 

მსგავსი სიახლეები