"შეწყდეს პოლიტიკური დევნა" - აქტივისტების პროტესტი ბოლნისში

19.05.21 15:16
"შეწყდეს პოლიტიკური დევნა" -  აქტივისტების პროტესტი ბოლნისში

"შეწყდეს პოლიტიკური დევნა" - ამ შინაარსის წარწერებით "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები ბოლნისში აქცია მართავენ. აქციის მონაწილეები სასამართლოსთან შეიკრიბნენ, სადაც  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. ექვს აქტივისტს გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.

აქტივისტების თქმით, ისინი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. 

"მოძრაობა საქართველოსთვის" აქტივისტები დაკავებული არიან ტრადიციულად 166-ე მუხლით, წვრილმანი ხულიგნობით და 173-ე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა. ეს არის საბჭოთა ადმინისტრაციული კოდექსის ნორმა, რომელსაც ხელისუფლება იყენებს კრიტიკული აზრის წინააღმდეგ პოლიტიკური სიტყვის შესაზღუდად," - ამბობს "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრი, ალიკა კუპრავა. 

 

მსგავსი სიახლეები