პუტინი: საქართველოს მთავრობამ ფრენების აღდგენა და ვიზების გაუქმება თავად გვთხოვა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს ხელისუფლებამ თავად სთხოვა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თქვა.
"მეგონა ყველა იტყოდა მადლობას, ეს იყო სრულიად გაუგებარი რეაქცია ამ საკითხზე, რაც ძალიან უცნაურია, როდესაც გვერდიდან ვიყურებ , ვფიქრობ სულ შეიშალნენ. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააყენა, საკითხი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე და ფრენების აღდგენაზე და ჩვენ გადავდგით შემხვედრი ნაბიჯი" - თქვა ვლადიმერ პუტინმა, დღეს 26 მაისს.
რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, ის მზად არის საქართველოს მთავრობასთან შემხვედრი ნაბიჯები ისევ გადადგას.