ჩემი და ბატონი რომანის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა მიდმინარეობს - დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მისი და რომან გოცირიძის მიმართ მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა მიმდინარეობს.
დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს მისთვის ახალი არ არი და ადრეც დაანადანშაულა ერთ-ერთმა კოლეგამ ის და ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში.
"ჩვენი დისკრედიტაცია ახლა არ დაწყებულა. თქვენ კარგად გახსოვთ, პარტიის დატოვების შემდეგ, კონკრეტულად რამდენიმე დღეში ერთ-ერთმა კოლეგამ, ერთ-ერთი არხის ეთერში დაგვადანაშაულა მე და ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში. შემდეგ ეს ესტაფეტა გადავიდა კონკრეტულად იმ ადამიანების ხელში, რომელსაც მე არ ველოდი, სიმართლე გიხრათ იმიტომ, რომ მათ იციან და იცოდნენ ჩემი დამოკიდებულება პარტიის შიგნით, არჩევნებზე. მე ამას განვიხილავ, როგორც მიზანმიმართულ დისკრედიტაციის მცდელობას ჩემი და ბატონი რომანის. კონკრეტულად სხვადასხვა პარტიებთან თანამშრომლობით მიმართულებით, ახალი პარტიის შექმნით, რა თქმა უნდა, მე პირადად სხვადასხვა გეგმებს განვიხილავ" - ამბობს ხატია დეკანოიძე.
დღეს, პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია ენმ-ს ამჯამინდელმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, ხატია დეკანოიძეს "ოცნებასთან" გარიგებაში დაადანაშაულა.