უნდა დავამარცხოთ კიბო, რომელსაც პოლარიზაცია ჰქვია - ზურაბიშვილი ევროპარლამენტში

31.05.23 17:20
უნდა დავამარცხოთ კიბო, რომელსაც პოლარიზაცია ჰქვია - ზურაბიშვილი ევროპარლამენტში

უნდა დავამარცხოთ კიბო, რომელსაც პოლარიზაცია ჰქვია. ჩვენ ამას უკეთ უნდა გავუმკლავდეთ - ამის შესახებ საქართელოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ამ წუთებში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ეროვნული ერთობა აძლევს საქართველოს საშუალებას, დაძლიოს პოლარიზაცია და გაიმარჯვოს - საქართველო არ გახლავთ გამონაკლისი ამ მიმართულებით, მაგრამ პოლარიზაცია მცირე ზომის ქვეყანაში ძალიან დესტრუქციული გახლავთ და დესტაბილიზაციას იწვევს. იმ ქვეყანაში, სადაც ხორციელდება ოკუპაცია და სადაც მიმდინარეობს სიძულვილის ენით საუბარი, პოლარიზაცია არგებს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს მტერს და არა ჩვენს ქვეყანას". - განაცხადა ზურაბიშვილმა.